„საქართველოს რკინიგზამ“ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი მატარებლები დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, „საქართველოს რკინიგზამ“ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი–თბილისი, ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 22:03 საათზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 06:30 საათზე გავა და ბათუმში 11:30 საათზე ჩავა. მატარებელი №805 ბათუმი–თბილისი, ბათუმიდან 14:20 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 19:22 საათზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი–ბათუმი 08:05 საათზე გავა და ბათუმში 11:01 საათზე ჩავა. ხოლო მატარებელი №897 ბათუმი–ქუთაისი, ბათუმიდან 21:00 საათზე გამოვა და ქუთაისში 23:55 საათზე იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა