საქართველო 2 სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს

საქართველო 1-ელი ივლისიდან 2 სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს. „2018 წელს ზაფხულის პერიოდში, სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ვერტმფრენები მულტიფუნქციური იქნება და საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობას მიიღებს როგორც სახანძრო, ასევე საზღვაო სამაშველო ოპერაციებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს უსაფრთხოების მონიტორინგს დრონებით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ იგეგმება ისეთი დრონების შემოყვანა, რომლებიც კადრში ადამიანის დაფიქსირების შემთხვევაში, კონკრეტული ლოკაციიდან შესაბამის სამაშველო სიგნალს გაუშვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა