რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარი“ გაიმართა

რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „თბილისური ბაზარი“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, რიყის პარკში ყოველ შაბათს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ჩატარდება.

„თბილისური ბაზარი“, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სავაჭრო სივრცე იქნება, სადაც მონაწილეობის მიღება თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს შეუძლიათ.

გამოფენა-გაყიდვაზე დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა - აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმია წარმოდგენილი.

„თბილისური ბაზრის“ პირველ გამოფენა-გაყიდვაზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღონისძიება სავარაუდოდ, შემოდგომაზე კვლავ ჩატარდება.

„თბილისური ბაზრის“ ფარგლებში, დღეს პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყოველ შაბათს ჩატარდება. ღონისძიება ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, სადაც დარეგისტრირება ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია. ვფიქრობთ, გამოფენა-გაყიდვა ისევ გავაგრძელოთ და სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ამ ან სხვა ლოკაციაზე ღონისძიება შეიძლება კვლავ ჩატარდეს. მოვუწოდებ ყველას, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე რიყის პარკში მოვიდნენ, რათა ადგილობრივი მეწარმეების ნივთები შევიძინოთ და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიების - „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“ პარალელურად გაიმართა, სადაც ადგილობრივ სტუმრებსა და ტურისტებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის „სუხიშვილებისა“ და ანსამბლ „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტს დასწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა