„The Sunday Times“ - დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემთხვევისთვის დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საიდუმლო რეპეტიცია გაიარეს

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პირველად გამართეს საიდუმლო რეპეტიცია იმ ქმედებებისთვის, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობა 10-დღიანი ეროვნული გლოვის დღეებში, რომელიც დაკავშირებული იქნება დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემთხვევასთან. ამის შესახებ გამოცემა „The Sunday Times“ წერს.

გასულ ხუთშაბათს ჩატარებული მინისტრთა კაბინეტის სასწავლო სხდომას, რომელიც იმ ადგილას გაიმართა, სადაც საგანგებო სამთავრობო კომიტეტის, „COBRA“-ს სხდომები იმართება, დაესწრნენ: შს მინისტრი საჯიდ ჯავიდი, თემთა პალატის თავმჯდომარე ანდრეა ლიდსომი, შოტლანდიის საქმეთა მინისტრი დევიდ მანდელი. სხდომას მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელი, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი დევიდ ლიდინგტონი თავმჯდომარეობდა.

ამ სასწავლო სხდომას „Castle Dove“ უწოდეს და მიმართული იყო ხელისუფლების ქმედების მოსამზადებლად „D+1“-სთვის - ასე ეწოდება მონარქის გარდაცვალების მეორე დღეს. ამ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, როდის უნდა გააკეთოს პრემიერმინისტრმა საჯარო განცხადება სამგლოვიარო ღონისძიებებთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე განიხილეს გეგმები, რომლებიც უკავშირდება ბუკინგემის სასახლეში საიდუმლო საბჭოს 600 წევრის მისვლას, რათა ფორმალურად დაუჭირონ მხარი ტახტზე ბრიტანეთის მონარქის მემკვიდრის აღსაყდრების საკითხს.

აქვე აღნიშნულია, რომ ეს სასწავლო სხდომა არანაირად არ უკავშირდება 92 წლის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ წმინდა პავლეს ტაძარში ღვთისმსახურებას ვერ დაესწრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა