დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, ხობის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ თორსა-დღვაბის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ხობის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით განხორციელებულ ღონისძიებებზე, დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„პირველი მაისის საკვიკვინიოს უბანში 2800 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტბეტონის საფარი, აშენდება ხიდბოგირები და მილ-ხიდები, მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი, რომლის სამუშაოს ღირებულება 1 მილიონ 307 ათასი ლარია, ხოლო თორსა-დღვაბაში, 4750 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები - სამუშაოს ღირებულება 1.369.889 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა