„ევროპული საქართველოს“ წევრების ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ხორავას ქუჩაზე ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ 1-ელ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნის, გ.მ-ს, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ სამართალდამცველებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა. სერგი კაპანაძის თქმით, საქმის მასალებით იკვეთება და ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე გარდა ორი მოზარდის მკვლელობისა, დაიჭრა მესამე მოზარდი, რომლის საქმეზეც გამოძიებას ძიება არ დაუწყია.

კონკრეტული რეკომენდაციის დასაბუთება კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ წარადგინა.

„აღსანიშნავია თავად დაჭრილი გ.მ.-ს ჩვენება, რომელიც მიცემულია 2017 წლის 2 დეკემბერს. ჩვენების თანახმად გ.მ-მ ჩხუბის დასაწყისისთანავე ზურგზე მიიღო დაზიანება. საუბარია ფარდულზე, სადაც სარალიძეს აყენებენ ჭრილობებს.

გ.მ-ს დაჭრას დეტალურად იხსენებს ერთ-ერთი სხვა ფიგურანტი, რომელიც 2 დეკემბერს ამბობს, რომ გ.მ-ს მოხვდა დანა დავით სარალიძის მეგობრისგან. დეტალურად აღწერს ამ პირის გარეგნობას, ჩაცმულობას და მის სახეს. ეს ცნობილი იყო 2 დეკემბერს პროკურატურისთვის და შსს-სთვის.

გ.მ-ს დაზიანების შესასწავლად ინიშნება ექსპერტიზა დაზიანების მიღებიდან ათი დღის შემდეგ. ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულები და ამიტომ ვერ ჩაატარეს ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად დაზიანების ზუსტი ხარისხის და ჭრილობის სიღრმის განსაზღვრა შეუძლებელი იყო.

ცალსახად არის სახეზე დანაშაულის ნიშნები მიმართული მოქალაქის ჯანმრთელობის და შესაძლოა, სიცოცხლის წინააღმდეგაც. ამ საკითხზე დასაწყებია გამოძიება და აუცილებელია, რომ დადგინდეს აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა