ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ -ის გაზსადენის პროექტი რუსეთისთვის ევროპულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ბერკეტს წარმოადგენს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ -ის გაზსადენის მშენებლობა ევროპის ინტერესებს არ პასუხობს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამ პროექტის შეჩერება ევროკავშირის ინტერესებშია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მომწოდებლებისა და ენერგორესურსების მოწოდების გზების დივერსიფიცირება მოვახდინოთ. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არ არის ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

მისივე თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არა ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური პროექტია.

„ეს პროექტი რუსეთისთვის ბერკეტს წარმოადგენს, რათა ევროპულ პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არსებული მაგისტრალური გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაფართოების პროექტს წარმოადგენს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას სატრანზიტო ქვეყნების - უკრაინის, ბალარუსისა და პოლონეთის გვერდის ავლით დააკავშირებს. გაზსადენის საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა