ოთარ კახიძის განცხადებით, თითქმის ყველა მოწმე მიუთითებს, რომ დავით სარალიძეს კონფლიქტი გ.ჯ-სთან და მ.კ-სთან ჰქონდა და მ.კ აქტიურად იყო ჩართული სარალიძის ცემაში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია ჩხუბში მონაწილე პირს, მ.კ-ს ეხება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.

კომისიის მდივანი ოთარ კახიძე ამ პოზიციას ასაბუთებს იმით, რომ საქმის თითქმის ყველა მოწმე მიუთითებს, რომ კონფლიქტი მოკლულ დავით სარალიძეს გ.ჯ-სთან და მ.კ-სთან ჰქონდა და ასევე მ.კ აქტიურად იყო ჩართული სარალიძის ცემაში.

დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ პირველი რეკომენდაციაა, რომ 1-ელ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა