2018 წლის მაისში საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ქურდობის მუხლით დაიწყეს

2018 წლის მაისში საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ქურდობის მუხლით დაიწყეს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. ჯამში, მაისში სისხლის სამართლებრივი დევნა 1729 პირის მიმართ დაიწყო. ამ მაჩვენებლიდან 390 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა ქურდობის მუხლით დაიწყო.

ასევე მაისში, საგამოძიებო ორგანოებმა 245 პირის მიმართ დევნა ოჯახური ძალადობის მუხლით, 187 პირის მიმართ კი ძალადობის მუხლით დაიწყო.

2018 წლის მაისში საგამოძიებო ორგანოებმა 12 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების მუხლით დაიწყეს. ასევე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მუხლით დაიწყო. ასევე 2 პირის მიმართ დაიწყო დევნა გაუპატიურების ბრალდებით.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების მუხლით, მაისში სისხლის სამართლებრივი დევნა 255 პირის მიმართ დაიწყო. ჯამში კი ნარკოდანაშაულისთვის დევნა 360 პირის მიმართ დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა