რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, რელიგიის თავისუფლებაზე ჟურნალისტების ცნობიერების ასამაღლებლად ტრენინგი ჩატარდა

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი „ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგი 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სამ ეტაპად თბილისში იმართება და მასში საქართველოში არსებული მედიასაშუალებები (პრესა, რადიო, ტელევიზია და ინტერნეტ მედია) იღებს მონაწილეობას. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

სემინარს დაესწრნენ ინტერნეტ პორტალების: კვირა, პრესა.ჯი, ინტერპრესნიუსი, მედიანიუსი, აიპრესი, მარშალპრესი, ფორ.ჯი, თაიმერ.ჯი, GHN, პია, ექსპრესნიუსი და ლიბერალის ჟურნალისტები. სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელი ლელა ფირალიშვილი და იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის ძირითადი თემები „ვიზუალური კომუნიკაცია და რელიგიური ნიშნები“, ასევე, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ, ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა