ბაღდათელებს ახალი გზის პროექტი გააცნეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის კაკასხიდი-ზეკარის გზის რეკონსტრუქციის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს გზების დეპარტამენტმა გააცნო. ანგარიშის საჯარო განხილვა სოფელ წყალთაშუას საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა.

მოსახლეობას აღნიშნული პროექტი გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს. ადგილობრივებმა ასევე გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, კაკასხიდი-ზეკარის გზის პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა