შს სამინისტროს შენობასთან ზაზა სარალიძისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ზვიად კუპრავა მივიდა

შს სამინისტროს შენობასთან ზაზა სარალიძისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძის რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა.ისინი სოლიდარობის ნიშნად სამინისტროს შესასვლელის წინ დასხდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კუპრავამ განუცხადა, ისინი სამინისტროს შენობასთან დარჩებიან მანამ, სანამ ზაზა სარალიძე იქ იქნება. თავად ზაზა სარალიძე კი შს სამინისტროს შენობის ეზოში იმყოფება და მჯდომარე აქციას მართავს.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, დღეს მისი მთავარი მოთხოვნა გამოძიებისთვის იყო კალანდიას დაკავება, რაზეც მისივე განცხადებით, გამომძიებელმა განმარტა, რომ დაკავებისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. ზაზა სარალიძის თქმით, ის სამინისტროს ეზოს დატოვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კალანდიას დააკავებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა