სათვალთვალო კამერის დათვალიერების ოქმში, სადაც თენგიზ კალანდია და მასთან ერთად მირზა სუბელიანი არიან ასახული, სუბელიანი “უცნობ მამაკაცად“ არის მოხსენიებული

2018 წლის 24 იანვარს, სათვალთვალო კამერის დათვალიერების ოქმში, სადაც ბრალდებული თენგიზ კალანდია და მასთან ერთად მყოფი მირზა სუბელიანი არიან ასახული, სუბელიანი “უცნობ მამაკაცად“ არის მოხსენიებული.

ამის ამსახველი ოქმი და მასთან ერთად, თავად სათვალთვალო კამერის მასალა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე წარადგინა და აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროს წარმომადგენლებს განმარტების გაკეთება სთხოვა.

აბესაძე დაინტერესდა, იყო მითითება, რომ ოქმებში მირზა სუბელიანი არ ყოფილიყო მოხსენიებული თუ მართლა ვერ დაადგინეს 2018 წლის 24 იანვარს მირზა სუბელიანის ვინაობა, მაშინ, როცა მან 2017 წლის 4 დეკემბერს აღნიშნულ საქმეში შვილის არსებობის გამო დაკავებული თანამდებობა დატოვა. აქვე აბასაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეო-სათვალთვალო კამერაში ასახული ყველა სხვა დეტალი ოქმში ასახულია, გარდა მირზა სუბელიანისა.

როგორც ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ განაცხადა, იმ დროისთვის, როცა მან სათვალთვალო კამერები ნახა, მირზა სუბელიანს არ იცნობდა და მისი ვინაობა დადგენილი არ იყო.

“გიდასტურებთ, რომ 2018 წლის 24 იანვარს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ჩემს მიერ არის დათვალიერებული. აღნიშნულ პერიოდში მე მირზა სუბელიანს არ ვიცნობდი. შესაბამისად, ოქმში ვერ ჩავწერდი მას სახელითა და გვარით. თენგიზ კალანდიასთან ერთად ჩემთვის უცნობი მამაკაცი გამოვიდა“, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ.

ანალოგიური განმარტებები გააკეთეს შს სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი მირზა სუბელიანს არ იცნობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა