მამუკა ბახტაძე - ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ

საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს. ბახტაძის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ არაერთ ადამიანზე.

“საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ არაერთ ადამიანზე. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები, სადაგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. მსურს ვისაუბრო იმ უნიკალურ საგადასახდო რეჟიმზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მცირე მეწარმეებს - მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალი იქნება არა უმეტეს 500 ათასი ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 ათას ლარამდე ზღვარის. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი მცირდება 5%-დან 1%-მდე; მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღირცხვის შესაძლებლობა; გადასახადის გადახდა და დეკლარირება ხდება ყოველთვიურად და არა ე.წ. საავანსო გადასახადის სახით; ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი მეწარმეებისთვის. მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ხოლო ეს თავის მხრივ არ ნიშნავს, რომ ვინმე დაკარგავს მცირე მეწარმის სტატუსს. ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მცირე მეწარმებისთვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯები“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, ვისთვისაც ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად.

“ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს. მე პირადად მქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში მცირე მეწარმეებთან და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ მათი ინიციატივით არის ნაკარნახევი. ჩვენ შევასრულეთ მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ისინი ელოდნენ და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მასშტაბით უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა. იმედი მაქვს, დღეიდან ჩვენი მცირე მეწარმეების მხრიდან იქნება შესაბამისი აქტიურობა, ფინანსთა სამინისტროს სისტემა მზად არის თითოეულ მეწარმეს გაუწიოს შესაბამისი დახმარება, რეგისტრაციის პროცესი არის ძალიან მარტივი და დაკავშირებული არ არის ბიუროკრატიასთან. უმოკლეს დროში ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად გაუწიონ მომსახურება თავიანთ კლიენტებს. ეს შეიძლება ითქვას, რევოლუციური საგადასახადო რეჟიმი სხვა რეფორმებთან ერთად საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა