ადამიანის უფლებათა კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენას ჩაატარებს

ჩვენი კომიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

სოფო კილაძის შეფასებით, მიუხედავად უკანასკნელ წლებში არაერთი წინგადადგმული ნაბიჯისა, უფლებების კუთხით ერთი-ერთ გამოწვევად დღემდე რჩება ფემიციდი, ისევე როგორც ქალთა მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ძალადობა.

“აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ საკომიტეტო მოსმენას, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ვიმსჯელებთ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. ვფიქრობ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აზრის გაზიარება და ფართო ჩართულობა დაგვეხმარება რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, საკითხით დაინტერესებულ თითოეულ პირს, ვთავაზობთ საპარლამენტო ტრიბუნას ამ პრობლემებზე სასაუბროდ. ყველას ინტერესშია, შეიქმნას საჭიროების გათვალისწინებით, პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულ ქალს გარანტირებული უფლებებით“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა