მაიკ პომპეო კიმ ჩენ ინს შეხვდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 5 ივლისს ვიზიტით ფხენიანში გაემგზავრება, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

სარა სანდერსმა ასევე განაცხადა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მნიშვნელოვანი მუშაობა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის კუთხით.

„მოლაპარაკებები დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ პროგრესი არის“, - აღნიშნა მან.

ინფორმაცია მაიკ პომპეოს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრების თაობაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაადასტურეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა აღნიშნა, რომ ვიზიტი 5 ივლისიდან 7 ივლისამდე გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში გაგრძელდება კონსულტაციები კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე, ასევე იმ პროგრესის განმტკიცება, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს სინგაპურში გამართულ სამიტზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა