რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორდღიანი ვიზიტით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევი დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

შეხვედრისას რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს თანამშრომლობის დატვირთული გეგმა აქვთ მომდევნო ორი წლისთვის, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობას ითხოვს“.

„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროა უშიშროების საბჭოს ხაზით, ასევე მოკავშირეობის შეთანხმების ის პუნქტები, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს ეხება“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

თავის მხრივ, რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ასევე განიხილავს საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის საკითხებს და ტრანზიტული კორიდორის შექმნის შესაძლებლობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა