ანა ნაცვლიშვილი - თუ მთავარ პროკურორს კვლავ თეა წულუკიანი წარადგენს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი

თუ მთავარ პროკურორს კვლავ მოქმედი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, - ამის შესახებ  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის წარდგენის წესი და პროცედურა ხარვეზიანია და კანონმდებლობა ამ მიმართულებით ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა, მისივე თქმით, მოქმედი იუსტიციის მინისტრის პირობებში არც წესის ცვლილებას აქვს აზრი.

„მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მთავარ პროკურორობის კანდიდატებს იუსტიციის მინისტრი წარადგენს. არცთუ დიდი ხნის წინ ძალიან ფართო ჯგუფი ითხოვდა იუსტიციის მინისტრის გადადგომას. ეს არის მინისტრი, რომელმაც ვერც ერთი რეფორმა წარმატებით ვერ გაატარა. ის არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ბევრ წარუმატებელ პროცესზე. ხელისუფლებამ ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს და თეა წულუკიანი არ უნდა იყოს პროცესში ჩართული, თუ ის წარადგენს მთავარ პროკურორს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა