სულხან სალაძე - თუ მთავარი პროკურორის პოსტზე იმ კანდიდატებზე იქნება საუბარი, ვისზეც ყველაზე დიდი მოლოდინია, ყველაფერი ძალიან ნათელი იქნება

თუ იმ კანდიდატებზე იქნება საუბარი, ვისზეც ყველაზე დიდი მოლოდინი არსებობს არსებული სიის მიხედვით, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ნათელი იქნება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. სალაძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება შეელევა პროკურატურას. მისი აზრით, ხელისუფლება შეეცდება მთავარ პროკურორად დაინიშნოს ისეთი ადამიანი, ვისზეც გავლენას განახორციელებს.

„ვინ გამოიკვეთება მთავარ კანდიდატებად ამას უკვე ძალიან მალე ვნახავთ და თუ იმ კანდიდატებზე იქნება საუბარი, ვისზეც ყველაზე დიდი მოლოდინია არსებული სიის მიხედვით, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ნათელი იქნება. ხელისუფლებას აქვს თუ არა პოლიტიკური ნება, შეელიოს პროკურატურას, ამას ძალიან მალე ვნახავთ. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს ასე არ იქნება და პირიქით, ხელისუფლება შეეცდება მთავარი პროკურორი იყოს ისეთი პიროვნება, ვისზეც მას გავლენები ექნება. თუ ხელისუფლება აცნობიერებს, რა პრობლემებია პროკურატურაში, მაშინ მას უნდა უნდოდეს ამ რეფორმის რეალურად წარმართვა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, ის მოცემულობა, რაც სარალიძის საქმიდან გამომდინარე დადგა, არის იმ მახინჯი წესის ბრალი, რომლითაც მთავარი პროკურორის შერჩევა ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ამ დროისთვის საპროკურორო საბჭოში 15-ზე მეტი კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არიან პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა