იუსტიციის სამინისტროში პენიტენციური სამსახური შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, პენიტენციური სამსახურის სპეციალური საქვეუწყებო დაწესებულება შეიქმნება, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ სანდრო დარახველიძემ განაცხადა.

„წარმოდგენილი პაკეტის თანახმად, იქმნება იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სპეციალური საქვეუწყებო დაწესებულება - პენიტენციური სამსახური, რომელიც მოიცავს იმ ფუნქციებს, რაც დაკავშირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან. იუსტიციის სამინისტროში გადადის საგამოძიებო დეპარტამენტიც“, - განაცხადა დარახველიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა