შსს - იუსტიციის სახლთან დაკავებულ არასრულწლოვანს 80-მდე ქურდობაში აქვს მონაწილეობა მიღებული

იუსტიციის სახლთან გუშინ დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სს "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული მ.ბ. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სწორედ 14 წლის ასაკს მიღწეული მ.ბ. იყო.

„აღსანიშნავია, რომ მ.ბ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის მიღწევამდე 80-მდე ქურდობის ფაქტში მონაწილეობდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის შესაბამისად, მას ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა. ამ უკანასკნელი ქურდობის დროს, რომელშიც მ.ბ. იმხილება, ის უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული იყო, რის გამოც იგი შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.

პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მოყვანა დაუყოვნებლივ იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა მან არასრულწლოვნის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განცხადა და ორივე მათგანმა პოლიციის განყოფილება დატოვა“, - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა