მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიისას დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, იმ 6 ავტომობილში, რომლებიც ერთმანეთს შეეჯახა, 8 ადამიანი იმყოფებოდა. ექვს მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ორი მგზავრის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ე.წ. მიხაელოვის საავადმყოფოში, მეორე კი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა