აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში რეგიონის მთავრობაში ეფექტურად მუშაობდა

ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობაში ეფექტურად მუშაობდა,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ზურაბ პატარაძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და თავადაც თავმჯდომარის ოფიციალურ განცხადებას ელოდება, რომელიც 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

"ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ დრომდე მუშაობს და არანაირი განცხადება არ გაკეთებულა და მე რომ კომენტარი გავაკეთო, არ იქნება სწორი. მე ვფიქრობ, რომ ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში ეფექტურად მუშაობდა და მუშაობს ახლაც",- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

აჭარის მთავრობაში 14:00 საათზე საგანგებო განცხადებაა ჩანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა