ირაკლი კობახიძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენს მთავარ მოკავშირეს, სტრატეგიულ პარტნიორს და ერთგულ მეგობარ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ყველაფრისთვის, რასაც ისინი უკეთესი მსოფლიოს და მომავლის ასაშენებლად აკეთებენ“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც ტექსტში.

ამერიკის შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა