ნინო წილოსანი - კახა კალაძე თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან წინასაარჩევნოდ დააანონსა

კახა კალაძე თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით.

ნინო წილოსანის შეფასებით, თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი გენერალური გეგმა, რომელიც რეალურად მოიტანს ჯანსაღ ურბანულ სიკეთეებს.

„კახა კალაძე თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა. არჩევნების შემდეგ გენგეგმის ბედი თბილისელებს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან სწორედ ქალაქის გენერალური გეგმაა ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტულ, მოხერხებულ და ყოველმხრივ ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება.

წარმოდგენილ დოკუმენტში- შენარჩუნებულია მთავარი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია; - მაქსიმალურად გათვალისწინებულია შენიშვნები და აღმოფხვრილია ხარვეზები, რომლებზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო საუბარი; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა; ჯამში 70-დე პროექტი გაიწერა - ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის, ტრანსპორტის და სხვა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი გენერალური გეგმა, რომელიც რეალურად მოიტანს ჯანსაღ ურბანულ სიკეთეებს“, -განაცხადა ნინო წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა