ევროკავშირის პროექტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე გორში დისკუსია გაიმართა

გორის უნივერსიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა, გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის, ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტის წარმომადგენლებმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიაზე იმსჯელეს სახელმწიფოს ვალდებულებებზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და ასევე კანონმდებლობასა და პოლიტიკაში დისკრიმინაციის თავიდან არიდების სახელმწიფო მექანიზმებზე. ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა ჩვენს აქტივობებში. მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის განვითარების პროცესს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ქეთევან ხუციშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორია მუნიციპალიტეტის როლი გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლაში და როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტი დაეხმაროს მთავრობას ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, ასევე ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულებაში.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ შეხვედრაზე ისაუბრა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

დისკუსია პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით გაიმართა.

პროექტი - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი. პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა