საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ჰენრიკ ნორმანმა დღეს, ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში NIB-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ხელს შეუწყობს სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყებას.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის მიზანია, საინვესტიციო პროექტების დაფინანსება იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს აღნიშნული ბანკი. დღეისთვის, NIB-ის ინტერესს წარმოადგენს საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

NIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, ძირითადად, მოიცავს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებს.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი 1975 წელს დაფუძნდა და ოპერირებს დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას და შვედეთს შორის 2005 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა