სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური უწყება სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური უწყება სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი გულისაშვილი, ავსტრიაში ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ.

შეხვედრები გაიმართა ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალურ უწყებასთან, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან, ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სააგენტოსთან, ასევე ფედერალური მიწების რეგიონალური ხელისუფლების და ქალაქ გრაცის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. ლევან რაზმაძე ასევე შეხვდა ავსტრიელ ბიზნესმენებს, რომლებიც ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ქსელში არიან გაერთიანებულები.

ვიზიტის მიზანი იყო საჯარო შესყიდვების თემაზე, ავსტრიის საჯარო შესყიდვების სხვადასხვა დონის უწყებების გამოცდილების, მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზების პრაქტიკის გაცნობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა