"ქართული ოცნების" წევრი ნინო ჩხეტია - ეს იყო ზურაბ პატარაძის პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივს ვცემთ

ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ჩხეტიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდში ახალ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

"ამ დღეების განმავლობაში გადაწყვეტილებაზე, გუნდში მსჯელობა იყო. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივს ვცემთ. ჩვენ გუნდში ვიმსჯელებთ ახალ კანდიდატთან დაკავშირებით და მას კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

მე მესმის მედიის ინტერესი, მაგრამ კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მესმის, რომ ამას დაუკავშირებდნენ ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილს, პატარაძე არის ჩვენი გუნდის წევრი და ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან. ზურაბ პატარაძე რჩება ჩვენი გუნდის რიგებში", -განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნინო ჩხეტიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა