ანრი ოხანაშვილი - ზურაბ პატარაძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა - ის იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და ცვლილებები, რომელიც ხორციელდება ნორმალური პროცესია.

„ბატონმა ზურამ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ის, რომ ცვლილებები ხორციელდება ეს არის ნორმალური პროცესი. ბატონი ზურა იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მომავალ საქმიანობაში ის იქნება ისეთივე აქტიური და ისეთივე წარმატებული, როგორც ამ პოზიციაზე. მე მას წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა