აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება ტერიტორიები აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების შემდეგ სოფლებში: ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ლეღვა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ზემო ჩიბათი, ნინოშვილი, სუფსა, ქვემო აკეთი, ღრმაღელე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - განთიადი, ზემო სურები, ზოტი, ნაბეღლავი, შუა სურები, ხევი; ვანის მუნიციპალიტეტი - ბზვანი, სალომინაო, ტობანიერი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ზედა კლდეეთი; თერჯოლის მუნიციპალიტეტი - რუფოთი; სამტრედიის მუნიციპალიტეტი - გამოჩინებული, საჯავახო; ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გელათი, ცუცხვათი, ძმუისი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - ქვიტირი; ხონის მუნიციპალიტეტი - ხონი; აბაშის მუნიციპალიტეტი - პირველი ონტოფო; მარტვილის მუნიციპალიტეტი - კურზუ, ტალერი; სენაკის მუნიციპალიტეტი - ეკი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ლესიჭინე; ხობის მუნიციპალიტეტი - ძველი ხიბულა, ხამისკური.

დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საიტზე: parosana.ge

ღონისძიებები მავნებლის პირველი თაობის ნიმფების (მავნებელი დაფრთიანებამდე) საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა - საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.

მავნებელთა ბრძოლისა და რეკომენდირებული პრეპარატების შესახებ ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7221.pdf

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე.

ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 15 01

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა