ფსონებით მანიპულაციის გამო, “კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელების ნაწილს დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო გუნდს ქულები დააკლეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფოთის საფეხბურთო კლუბ “კოლხეთი 1913“-ს რამდენიმე ფეხბურთელს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიეცა.

საქმე ეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილების მიერ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში წარდგენილ საჩივარს, რომ აღნიშნული კლუბის ფეხბურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას.

“უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ “კოლხეთი 1913“-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიშში არ იკვეთება “კოლხეთი 1913“-ის მოწინააღმდეგეთა მხრიდან რაიმე სახით გარიგებაში ყოფნის ნიშნები.

სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა „კოლხეთი 1913“-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე “კოლხეთი 1913“-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია“, - ნათქვამია ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილების განცხადებაში.

ამასთან, საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა