ზაქარია ქუცნაშვილი - საინტერესოა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს რომელი მუხლით იხელმძღვანელა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საინტერესოა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს რომელი მუხლით იხელმძღვანელა.

დეპუტატის თქმით, კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულია კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დედა ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის საკითხი, რის გამოც სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც ქონდა.

„ყურადღებით გავეცნობით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ განხილვების დროს მათ იმსჯელეს კონსტიტუციური შეთანხმების იმ განაწესზე, რომლითაც აღიარებული აქვს სახელმწიფოს კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დედაეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის საკითხი, აქედან გამომდინარე, რადგან სახელმწიფომ აღიარა ზიანის მიყენების საკითხი, წარმოიშვა კიდევაც ვალდებულება სხვადასხვა აქტივობებით მოეხდინა ამ ზიანის ანაზღაურება, ამიტომ ძალიან საინტერესოა, რით დაასაბუთა საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების ამ დებულების ანტიკონსტიტუციურობა, იმიტომ რომ კონსტიტუციური შეთანხმება თავად გახლავთ კონსტიტუციის ნაწილი. კონსტიტუცია კონსტიტუციას ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, ამიტომაც მაინტერესებს, ამ შემთხვევაში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების სარჩელი აღძრული იყო საგადასახადო კოდექსის რომელიმე მუხლის საწინააღმდეგოდ თუ კონსტიტუციური შეთანხმების რომელიმე ნორმის საწინააღმდეგოდ?“, –ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა