გია ვოლსკი - “ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტურმა ქვედანაყოფმა კულტურის სფეროს დამსახურებული ადამიანი ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ალაპარაკა, რეალობაში კი ამ ადამიანის ავტორიტეტი დაასამარა

ბიძინა ივანიშვილის, როგორც ფაქტორის მიმართულებით, ოპოზიციაში სპეციალიზაცია ჩამოყალიბდა, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“ამ თემაზე მუდმივი ლაპარაკი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ნებისმიერ თემას თან სდევს. “ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტურმა ქვედანაყოფმა ერთ-ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კულტურის სფეროს დამსახურებული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ გარკვეულ საკითხებზე ალაპარაკა და რეალობაში ამ ადამიანის ავტორიტეტი დაასამარა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა