ნათია მეზვრიშვილი - იოსებ სიგუა შეუძლოდ იყო და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამიტომ ვერ გამოცხადდა - პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გავრცელებულ ინფორმაციას იოსებ სიგუას თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ ადასტურებს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-ს თანამშრომელი იოსებ სიგუა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა გუშინ საგამოძიებო კომისის სხდომაზე. მისივე თქმით, მას თანამდებობა არ დაუტოვებია და საგამოძიებო კომისიის კითხვებს, გამოჯანმრთელების შემდეგ გასცემს პასუხებს.

„იოსებ სიგუას მიერ თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იგი იმყოფებოდა შეუძლოდ, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში, რაც ჩემთვის გაუგებარია, რადგან პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად. როგორც კი გამოჯანმრთელდება, ეს ადამიანი გამოცხადდება კომისიაზე. ის დაგეგმილად არ გახდა ცუდად და ვერ ჩააყენა პარლამენტი საქმის კურსში, როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდა კომისიას ინფორმაცია მივაწოდეთ. კომისიაში გამოცხადების და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების არანაირი პრობლემა სამინისტროს არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს“, –განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა არ გამოცხადდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა უკმაყოფილება გამოთქვა.

„მთელი დღე ვცდილობდით იოსებ სიგუასთან დაკავშირებას, ეს არ არის “ნინიას ბაღი”, როცა უნდა არ მოვიდეს, ან საშინაო დავალება არ მოიტანოს“, - განაცხადა გუშინ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა