ირანის პრეზიდენტი - ირანმა და ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდეს და შესრულდეს

ირანმა და ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდეს და შესრულდეს. ამის შესახებ ვენაში ვიზიტით მყოფმა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს შეთანხმება ყველა ჩვენგანის მიღწევაა. ეს ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ლოგიკური შედეგია. ჩვენ ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შეთანხმება ძალაში დავტოვოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ჰასან რუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლა მცდარი და უსარგებლო გადაწყვეტილება იყო.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ატარებს. მოლაპარაკებების თემა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობები და სავაჭრო კავშირებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა