თბილისის აეროპორტში მოწამლულმა შვიდმა პაციენტმა კლინიკა დატოვა, ერთი კი საავადმყოფოში რჩება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულმა შვიდივე პაციენტმა „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ რეგიონული ჰოსპიტალი გუშინ რამდენიმესაათიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა ტოქსიკოლოგმა ოთარ დიხამინჯიამ განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი გამოკვლევების, დაკვირვებისა და მკურნალობის შემდეგ შვიდივე პაციენტი ბინაზე გაეწერა. ექიმის თქმით, მათ აბულატორიული მეთვალყურეობა დაენიშნათ.

დიხამინჯიას განცხადებით, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, დაზარალებულებისთვის უცნობია. ექიმი-ტოქსიკოლოგის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. პაციენტებს რამდენიმე დღის შემდეგ გამოკვლევები კიდევ ჩაუტარდებათ.

„შვიდივე პაციენტმა თვითდინებით მომართა ჩვენს კლინიკას ტოქსიკოლოგთან კონსულტაციისთვის. მათგან ორს თვალის ლორწოვანი გარსის ანთება აღენიშნებოდა, ერთს კი თვალის ლორწოვანი გარსის ანთების გარდა კანზე ჰქონდა ერთი ბუშტუკოვანი გამონაყარი. ასევე, ამ პაციენტებს 2 ივლისს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გულისრევა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. არც ერთის მდგომარეობა არ იყო კრიტიკული და არასტაბილური. შესაბამისად, შვიდივე მათგანი შესაბამისი რეკომენდაციის, გარკვეული გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ბინაზე გავწერე. ისინი ჩემთან მოვიდნენ 4 ივლისს, თუმცა გაურკვეველ ნივთიერებასთან შეხება 2 ივლისს ჰქონდათ“, – განაცხადა დიხამინჯიამ.

ამასთან, ინტოქსიკაციით ინგოროყვას კლინიკას მიმართა ერთმა პაციენტმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას გამოკვლევები ჩაუტარდა და ჯერჯერობით კლინიკაში რჩება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია“, – განაცხადეს სუს-ში.

როგორია თბილისის აეროპორტში მოწამლული პაციენტების მდგომარეობა? - ტოქსიკოლოგის ინფომარცია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა