შს მინისტრის მოადგილე - არასრულწლოვანებში დანაშაულის შემცირებისთვის, პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა გამოსავალი არ არის

შინაგან საქმეთა მინიტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანებში დანაშაულის შემცირებისთვის, პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა გამოსავალი არ არის.

ნათია მეზვრიშვილი თბილისში, იუსტიციის სახლთან, ორი არასრულწლოვნის დაკავების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი აყვანისას პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

„ჩვენ გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძალიან კარგი კოდექსი. ის, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები და არ გვაქვს შესაბამისი სერვისები იმისთვის, რომ მოვახდინოთ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, განსაკუთრებით კი 14 წლამდე ასაკის პირების, არ ნიშნავს იმას, რომ აქედან გამოსავალი არის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა. ესაა ჩემი პოზიცია. გუშინდელ ფაქტს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და ვსწავლობთ საკითხს, ხომ არ ჰქონდა პოლიციელების მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი განყოფილებაში გადაჰყავდათ,“ - განაცხადა გუშინ ნათია მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა