ნათია მიქელაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენაზე - არ მგონია, ჩვენი ან პრეზიდენტის მხრიდან სურვილი იყოს, რომ ეს საკითხი დავის საგანი გახდეს

მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციები არ სჭირდება. მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებით, პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„ცოტა ხნის წინ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი პროცედურა წარმოდგენილი არის ახლებურად და შესაბამისად, თუ ადრე გათვალისწინებული იყო მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციები, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ის აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავმჯდომარის კანდიდატურას შესაბამის მინისტრებთან ერთად. წინასწარი განხილვა, რომელიც აქამდე იყო, მთავრობასთან წინასწარი შეთანხმება, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

კანონმდებლობა ითვალისწინებს კონსულტაციებს, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა გაიმართოს კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან. მე არ ვთვლი, რომ ისე წავიკითხოთ კანონმდებლობა, რომ დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად შეეძლოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება“, –განაცხადა ნათია მიქელაძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, გახდება თუ არა ეს საკითხი დავის საგანი, მიქელაძე ასე პასუხობს:

„არ მგონია, ჩვენი მხრიდან ან პრეზიდენტის მხრიდან სურვილი იყოს, რომ დავის საგანი გახდეს ეს საკითხი, რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი ამ პროცედურებს განახორციელებს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა