გიგი წერეთელი - ეუთოს საპარლამენტი ასამბლეის სესიაზე საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საკითხია შესული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საკითხია შესული, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ რეზოლუციას მხარდაჭერა ექნება.

"7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. ეს არის ყველაზე დიდი ღონისძიება ეუთოსთვის. იქნება ძალიან საინტერესო დებატები ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს დღის წესრიგშია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს არის კონფლიქტები, მიგრაციის თემა, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხებს შორის იყოს დღის წესრიგის საკმაოდ მაღალ ნაწილში. საქართველოს დელეგაციამ წარადგინა სპეციალური რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ ეს რეზოლუცია. ეს არ იქნება მარტივი, რადგან რუსეთი საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი და მთელ დელეგაციას აქტიური მუშაობა მოგვიწევს. გამორჩეული ამ წელს ის იქნება, რომ რეზოლუციის ტექსტში მოხვდა ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საქმეები და სწორედ ეუთოს წევრების ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ დანაშაულის ჩამდენები დაისაჯონ. გარდა ამისა, განვიხილავთ იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც გვაქვს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სესიაზე განიხილავენ ის არის, რომ უნდა აირჩიონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ ასამბლეის წევრების მხარდაჭერას მოიპოვებს და პრეზიდენტი თავად გახდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება