გიორგი ტყემალაძე - ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ფორმით ელიავას ბაზრობის არსებობა მიუღებელია

ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ფორმით ელიავას ბაზრობის არსებობა არის მიუღებელი, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ჩარჩო-გეგმის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ცივილურად განვითარდება.

"გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომ ჩარჩო გეგმის გათვალისწინებით ამ ტერიტორიაზე მოხდეს ცივილური, ევროპული ტიპის განვითარება. ერთი რამ არის ცხადი, ასეთი ფორმით იქ ამ ტერიტორიის დარჩენა არ შეიძლება. დანარჩენს კი განსაზღვრავს ის ჩარჩო გეგმა, რომელიც იქნება დამუშავებული არა მხოლოდ ბაზრობის, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზეც,"- აღნიშნა ტყემალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა