ეკა გიგაური - მთავარი პროკურორის არჩევა ახალი წესით უნდა მოხდეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის არჩევის წესი არის ხარვეზიანი და უნდა შეიცვალოს. როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პროკურორის არჩევა სწორედ ახალი წესით უნდა მოხდეს.

"კონკრეტულ ადამიანებზე ვერ ვისაუბრებ, რადგნ ამ პროცესში არ ვიყავით ჩართული ბევრი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ თვითონ არჩევის წესი არის ხარვეზიანი და ამაზე საუბრობდა ვენეციის კომისია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხარვეზებიანი წესი უნდა შეიცვალოს და ახალი წესით უნდა დავნიშნოთ მთავარი პროკურორი იმისთვის, რომ მას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს საზოგადოებისგან. მიმდინარე პროცესი წარიმართა ისევე, როგორც ბატონი შოთაძის არჩევის პროცესი. ბატონი შოთაძეც, როგორც აღმოჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, თუმცა არ ვიცით რომლისგან", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, შედეგებზე უნდა ვისაუბროთ მას შემდეგ, როდესაც ვინმეს დანიშნავენ.

"იმის მიხედვით, თუ ვის დანიშნავენ, მივხვდებით, რისი გაკეთება უნდა და რა აზრები აქვს პროკურატურასთან მიმართებაში მთავრობას. თუ მათ მიზნად დასახული აქვთ დამოუკიდებელი გახდეს პროკურატურა, მაშინ სხვა წესით და სხვა ადამიანი უნდა დანიშნონ. თუ არ აქვთ ეს მიზანი, მაშინ მთავრობასთან მიკერძოებულ და დაახლოებულ ადამიანს დანიშნავენ",- განაცხადა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა