კახა კალაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენას გამოეხმაურა

თორნიკე რიჟვაძე არის უპატიოსნესი, მოწესრიგებული და განათლებული ადამიანი, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას, - ამის შესახებ კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორ თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც არსებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრება.

„თორნიკე ჩემი მინისტრობის დროს, ჩემი მოადგილე არ ყოფილა. მე რომ წამოვედი, ილია ელოშვილის მოადგილე იყო. თუმცა, მე თორნიკეს ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა, ის იყო ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის "ტატა ჯგუფის" მთავარი იურისტი და იმ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც აჭარაში განხორციელდა, დაახლოებით 400 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ამ კომპანიამ. ის არის უპატიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული და მგონია, რომ ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ.

მანვე ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ და პრემიერის განცხადებას დაელოდონ.

შეგახსნებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა