ზვიად კუპრავას, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, გამომძიებლებისთვის ჩვენება არ მიუცია

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, გამომძიებლებისთვის ჩვენება არ მიუცია. ამის შესახებ კუპრავამ ჟურნალისტებს პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ის პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ ბაჩუკი ქირიასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც კუპრავამ განმარტა, ის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს და აღნიშნული მოთხოვნა გამომძიებლებს გააცნო.

მისი თქმით, ბრალი, რომელსაც მას ედავებიან, უსაფუძვლოა, ვინაიდან მას სასამართლოსთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„ ვისარგებლე ჩემი უფლებით და შსს-ს წარმომადგენელს განვუცხადე, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში მივცემ. შესაბამისად, შედგა აღნიშნული ოქმი და უახლოეს დღეებში შედგება ჩემი დაკითხვა უკვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. მინდა, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახოს ის ცირკი და კლოუნადა, რასაც მედავებიან. პროცესი საჯარო იქნება და მინდა, საზოგადოებამ დაინახოს, დარწმუნდეს იმ აბსურდში, რასაც მე მედავება გახარიას უწყება. ამიტომ უარი ვთქვი, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე და განვუცხადე, რომ ჩემ უფლებას ვიყენებ მოსამართლესთან ერთად დაკითხვის შესახებ. მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას,ოღონდ დახურულ შენობებში არა, დასამალი არაფერი მაქვს", - განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.

რამდენიმე კვირის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა