კახა კალაძე - გარეუბნები უნდა განვითარდეს, მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული

გარეუბნები უნდა განვითარდეს, მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გარეუბნების განვითარებისთვის აუცილებელია იმ ტერიტორიების სწორად ათვისება მოხდეს, სადაც ადრე საწარმოები იყო განთავსებული.

„გარეუბნები უნდა განვითარდეს და მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ჩვენ გვაქვს „ბრაუნფილდები“, ესაა ე.წ. ძველი საწარმოების ტერიტორიები, სადაც ქარხნები იყო. ამ ტერიტორიების სწორად ათვისება და განვითარება უნდა მოხდეს. ქალაქის ბევრ რაიონშია ასეთი ადგილები, ბევრი შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს დავეხმარებით. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა