ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად ჭუბერის ცენტრში მოედინება

სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, მდინარე ნენსკრა ასეთი ადიდებული არასოდეს უნახავთ და ეშინიათ, დღეს ღამით მდინარე კიდევ უფრო არ ადიდდეს.

“ხიდი საერთოდ წაღებულია. ასეთი რამ არავის არ ახსოვს. მესაზღვრეებმა დარეკეს, რომ მთა ჩამოიშალა და გაგვაფრთხილეს, რომ მდინარე დაგუბდა. მერე ერთიანად წამოვიდა და ახლა ცენტრში მოედინება, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, მანანა საღლიანის თქმით, ჭუბერის ზედა სოფლები მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

“ხიდები წაღებულია. ამ წუთას ხალხი გამოსულია გარეთ და ცდილობენ თავი დაიცვან. ამ მდინარემ ასეთი გაგიჟება არ იცის და შეიძლება ამაღამ რაღაც სასწაული დაატრიალოს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს საღლიანმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭუბერში მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა. 10 თემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა