გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში ჩავა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი.

ცნობისთვის, ხიდების დაზიანების გამო სოფელი ჭუბერი, ამ დროისთვის მოწყვეტილია გარესამყაროს.

“საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას.

სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რათა დროულად მოხდეს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა