რაულ ხაჯიმბა სოხუმში იორდანიის დელეგაციას შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში იორდანიის დელეგაციას შეხვდა. რაულ ხაჯიმბას განცხადებით, „აფხაზეთი და იორდანია დაინტერესებულნი არიან ეკონომიკური თანამშრომლობით“.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივა გაიზრდება. იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს, საფუძველი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიით პატარა ქვეყანა გვაქვს, ბევრი რესურსი გაგვაჩნია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები არა მხოლოდ სავაჭრო-სამრეწველო პალატების დონეზე განვითარდება, არამედ მაღალ დონეზეც იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

იორდანიის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ხელს შეუწყობენ „სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განვითარებას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა