მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან თითქმის 1 წლის თავზე, 100 ქულა მხოლოდ 24-მა მძღოლმა გახარჯა

მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან თითქმის 1 წლის თავზე, 24-მა მძღოლმა ასი ქულა გახარჯა. allnews-ის ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, 24 პირს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოერთვა. ყველაზე ხშირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა. აღნიშნული დარღვევის გამო მართვის მოწმობაზე ქულები 24-დან 5 მძღოლს ჩამოაკლდა.

4 შემთხვევა დაფიქსირდა მძღოლის მიერ საგზაო ნიშანთან ან მონიშვნასთან დაკავშირებული დარღვევების, ასევე ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციის სარგებლობის წესების დარღვევის.

ასევე 4 შემთხვევა დაფიქსირდა მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობის.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის მართვის მოწმობაზე ქულები 3 მძღოლს ჩამოაკლდა, უწყვეტი ღერძულა ხაზის წლის განმავლობაში განმეორებით გადაკვეთის გამო კი - 2 მძღოლს.

ასევე 2 შემთხვევა დაფიქსირდა წლის განმავლობაში, განმეორებით ავტომობილის მართვისა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება არ აქვს ან სხვა დარღვევებისათვის აქვს ჩამორთმეული, ასევე სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება.

1 პირს კი მართვის მოწმობის ქულები ისეთი ავტომობილის მართვის გამო დააკლდა, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არ იყო.

1 შემთხვევა დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, რომესაც საავარიო ვითარების შექმნა ან საცობის წარმოქმნა მოჰყვა.

1 შემთხვევა გამოვლინდა მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, ასევე პრიორიტეტული ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა და გავლის უპირატესობის მქონე სატარანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნის.

ავტომობილით გადაყვანისას ბავშვთა უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კი მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები ასევე 1 პირს ჩამოაკლდა.

შეგახსენებთ, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

იხილეთ სტატია

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში