ლაშა ტუღუში - მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და პირველ რიგში, სისტემური ცვლილებები განხორციელდეს

მთავარი პროკურორის არჩევის სისტემა ისეთია, ჯოხი რომ დაარჭო, იმას აირჩევენ, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ტუღუშის აზრით, მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და პირველ რიგში, სისტემური ცვლილებები განხორციელდეს.

“ეს არის მანკიერი, ერთპარტიული სისტემა. შევხედოთ, როგორია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა. ამ სისტემამ არ შეიძლება ნორმალური კანდიდატურა შვას - შეუძლებელია ცუდი სისტემით კარგი პროფესიონალი მოვიდეს. ამ სისტემის სხვა ნაწილებიც ანალოგიურია. ამიტომ ჩვენ რეფორმასა და ინსტუტიციებზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ტუღუშმა გადაცემა “360 გრადუსში“.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, საუბარი იყოს დამოუკიდებელ მთავარ პროკურორზე და მთავარ კანდიდატად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყოს წარმოდგენილი. “რა თქმა უნდა, მივიღებთ ბევრად უარეს ვითარებას, რადგან კლანური და კორპორაციული ინტერესები კიდევ უფრო გაღრმავდება - მთელი პროკურატურა გაბაიბურებული იქნება“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა